იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა, დაშავებული კი სულ მცირე 1 036 ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას პრეფექტურის მთავრობა ავრცელებს.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია. ყველაზე მეტად იშიკავას პრეფექტურა დაზარალდა, მინიმუმ 21,400 შენობა დაზიანდა ან განადგურდა. მინიმუმ 7800 შენობას ისევ არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.