იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 22 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.