იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220 – მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს.

ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }