იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. 37 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.