იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა. 323 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. სამაშველო სამსახურის ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.