იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126- მდე გაიზარდა. 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საევაკუაციო ცენტრებში 34,000 ადამიანი რჩება.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.