იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაშავდა 460 და დაკარგულად მიიჩნევა 242 პირი.
“საზღვაო ქალაქ ვაჯიმაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ცნობისთვის, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.