იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა – Reuters

იაპონიაში, კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მიუახლოვდნენ ვულკანს და მიჰყევით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

ასევე დაგაინტერესებთ