იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა

იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც კვამლისა და ფერფლის ღრუბელი 4.4 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიჭრა და ათობით ფრენა გაუქმდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი საკურაჯიმა, რომელიც ქალაქ კაგოშიმასთან ახლოს მდებარეობს, დღეს სამჯერ ამოიფრქვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს საკურაჯიმას პირველი ამოფრქვევაა თითქმის 13 თვის განმავლობაში.
საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.
interpressnews.ge