იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იაპონიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საკვები პროდუქტის კომპანიამ „ნიშინ ჯგუფი“ (Nissin Group) კომპანიასთან „მაცუია“ (Matsuya) კოლაბორაციით გამოუშვა „შქმერულის სტილის პასტა“, რომელიც უკვე იყიდება იაპონიის მასშტაბით სუპერმარკეტების ქსელში.
მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს: „შქმერული — ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც ნივრითა და რძის ნაწარმით მზადდება და წარმოადგენს საქართველოს სამზარეულოს უნიკალურობას. ამ პროდუქტის მეშვეობით, იაპონელი მომხმარებლები კიდევ უფრო ახლოს გაეცნობიან ქართული გემოების სამყაროს და ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულინარიულ კულტურას.“
„ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გასტრონომიული სიახლეა, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ცნობადობის ზრდაში იაპონიაში, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




