იაპონიას ევროპასთან ტვირთბრუნვის მარშრუტი დან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გადააქვს

იაპონიიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის დან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გადატანის პროექტს ტოკიო დააფინანსებს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა The Japan Times წერს.
„იაპონიის პრემიერ–მინისტრი ფუმიო კისიდა უზბეკეთის, ყაზახეთის, ს, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებთან შეხვედრაზე აპირებს ცენტრალური აზიისთვის ეკონომიკური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განცხადების გაკეთებას, რომელიც მიზანიც ევროპის მიმართულებით ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა იქნება“, – ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.
გეგმის თანახმად, ეს მარშრუტი რუსულის ალტერნატივა იქნება და კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას კისიდა ყაზახეთში 9–14 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამართავს.
წყარო: gbc.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს