იაპონიამ უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
იაპონიის გადაწყვეტილების შედეგად, სანქციები დაწესდა არაინდუსტრიული გამოყენების რუსული ბრილიანტის იმპორტზე.
ამავდროულად, სანქციები დაუწესდა რუსეთში დაფუძნებულ 57 ორგანიზაციას და ასევე ექვს ორგანიზაციას არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში, სირიაში, უზბეკეთსა და სომხეთში.
ჯამში, იაპონიამ სანქციები 494 რუსულ ორგანიზაციას და კომპანიას დაუწესა.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული იაპონიამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქციები დააწესა. საპასუხოდ, გასულ წელს, რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა იაპონიის 400-მდე დეპუტატი. მათ ბრალად ედებათ ” უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის საკითხზე არამეგობრული, ანტირუსული პოზიციების მიღება, რაც გამოიხატა რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებაში”.