იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა, – ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას ითვალისწინებს .
სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს “სახელმწიფო ტრანსპორტის სალიზინგო კომპანია”, „ტინკოფ ბანკი“ და სხვა. სანქციების დაწესება ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას და ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას.
გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, წესდება რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვები 29 ორგანიზაციისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია