იაპონიამ ახალი თაობის გამანადგურებლების მესამე ქვეყნებში ექსპორტი დაუშვა

იაპონიის მთავრობამ მესამე ქვეყნებისთვის ახალი თაობის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ იაპონიაში, კონსტიტუციის შესაბამისად, „პაციფისტური პრინციპებით“, იარაღის, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავების ექსპორტზე შეზღუდვები დიდი ხანია მოქმედებს.
მიმდინარე კვირაში კი მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, რომ „აუცილებელია ცვლილებები უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე“, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ იაპონიის „პაციფისტური პრინციპები“ არ შეცვლილა.
გარდა ამისა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გადახედონ რეგულაციებს იაპონური სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მესამე ქვეყნებში და არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყნებში ექსპორტის შესახებ.
Associated Press აღნიშნავს, რომ იაპონია ამჟამად ავითარებს ახალი თაობის მოიერიშე თვითმფრინავებს იტალიასთან და ბრიტანეთთან ერთად, რათა შეცვალოს მისი მოძველებული ფლოტი F-2 და Eurofighter Typhoon.