იაპონელი მეცნიერები ალცჰაიმერის დროს ტვინის დეგრადაციის შეჩერებაზე მუშაობენ – NYPost

მეცნიერებმა შესაძლოა ალცჰაიმერის შეჩერების გზა იპოვონ, დაავადების გამომწვევი იმ მცირე მოლეკულების გადნობით, რომლებიც თავის ტვინში პირველ ეტაპზე წარმოიქმნებიან.
ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პატარა, რბილი კლასტრები დაავადების საწყის ეტაპზე ჩნდებიან, ჯერ კიდევ იქამდე სანამ ფიბრილები წარმოიქმნება.
ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება საბოლოო ფიბრილურ ფორმირებაზე გამახვილდეს, ახალი თერაპიები შეიძლება მიმართული იყოს საწყის, რევერსიულ პრეკურსორზე, რათა თავიდან აიცილონ მავნე სტრუქტურების ჩამოყალიბება.
მოსალოდნელია, რომ ეს სტრატეგია მომავალში სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად პარკინსონი კვლევისთვისაც გამოიყენონ.
ამ ეტაპზე გამოკვლევა მხოლოდ in-vitro ბიოქიმიურ მოდელებზე ჩატარდა, ადამიანებსა და ცხოველებზე კი შედეგები ამ ჯერჯერობით არ არსებობს; ამრიგად, უცნობია, არსებობს თუ არა მსგავსი რევერსიული კლასტრები ადამიანის თავის ტვინში.