იან კელი კალაძეს: ერთ აქტორს თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული – ვინ არის ბოროტმოქმედი?

თქვენ საუბრობთ თქვენს დასავლელ მეგობრებზე. ამაყი ვიყავი, რომ ასე [მეგობარს] გიწოდებდით. ერთი გარე აქტორი, რომელსაც ეს არასდროს უთქვამს, თქვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს და თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც, ვინ არის ბოროტმოქმედი?