იან კელი და დევიდ კრემერი – საქართველოში მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება – სასწრაფოდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს.
ამის შესახებ ერთობლივ სტატიას საქართველოში -ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა “აშკარად მოსკოვისკენ იხრება” და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა ისე, როგორც რუსული რეჟიმი. ამ ფონზე კრამერი და კელი მიიჩნევენ, რომ მოვლენების მსგავსი დინამიკა “უმნეშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, მალე დანიშნოს” ს შემცვლელი – ვინც “მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ”.
ამასთან, მათი აზრით, -მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნებისკენ ძალისხმევები, რადგან “შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რეგიონში გავლენას კარგავს”.
ს მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, შეერთებულ შტატებს მალე საქართველოში ელჩი არ ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ რეგიონში და მისი მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პრო-ამერიკული იყო. მოსახლეობას ახლაც იგივე ხედვები აქვს, მაგრამ მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, როგორც რუსული რეჟიმი.
მსგავსი დინამიკა უმნეშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მალე დანიშნოს დანიგანის ჩამნაცვლებელი – ისეთი, რომელიც მტკიცედ ილაპარაკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა, თავის მხრივ, კვალიფიცირებული კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება. მან ასევე უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს უკვე დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს ქართველ ოფიციალურ პირებს თავისი ანტი-ამერიკული ქმედებებისთვის და აშშ-ის წუხილს აჩვენებს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისადმი გადახრის თაობაზე.
აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნების ძალისხმევები. შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთმა, ისევე აზერბაიჯანმა შეამცირეს თავიანთი კავშირები მოსკოვთან. და , რა თქმა უნდა, რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის…
ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს. ორივე ნაბიჯი სასსრაფოდ არის საჭირო, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უფრო მეტად არ დააზიანებენ თავის ხალხს და სანამ შეერთებული შტატები სამუდამოდ არ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა