ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი “გრანტების შესახებ” ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
იან კელი აღნიშნავს, რომ ეს არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან, როდესაც ყველა უცხოური გრანტი ცენტრალური მთავრობის მეშვეობით უნდა გაცემულიყო.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ ეს “ტირანია იყო მაშინაც და ტირანიაა ახლაც”.
არაფრით განსხვავდება სსრკ-სგან, როდესაც ყველა უცხოური გრანტი ცენტრალური მთავრობის მეშვეობით უნდა გაცემულიყო. ფულბრაიტის ან ერასმუსის სტიპენდიების მიღება სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ეს მაშინ ტირანია იყო და ეს ახლაც ტირანიაა,” – წერს იან კელი.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.




