იანვრის მაღალი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ 2025 წლის საბაზისო 5.0%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ზრდის მიმართულებით – ამის შესახებ ნათქვამია Galt&Taggart–ის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში რეალური მშპ-ის ზრდა 11.1%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
იანვრის მაღალი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ 2025 წლის საბაზისო 5.0%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ზრდის მიმართულებით, მას შემდეგ რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება“ – ნათქვამია მიმოხილვაში.
