იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება შეხვედრა უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის – იუწყება უნგრეთის ხელისუფლება 12 იანვარს.
შეხვედრა შედგება უჟგოროდში, 29 იანვარს – წერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისი პლატფორმაზე X.
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებები, უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფის მიმართ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, და ორბანის მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა