იანვარ – სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,637.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ კი 5.1% შეადგინა

2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3,637.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5.1%).

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.3%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და დან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 36.3% და 28%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება დან შემოსავლები – 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: