იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი $4.8 მლრდ-მდე, იმპორტი კი $12 მლრდ-მდე გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი $4.8 მლრდ-მდე, იმპორტი კი $12 მლრდ-მდე გაიზარდა
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 786.7 მლნ. დოლარი იყო (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 205.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”