იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 113,1 ათასი ტონა, რაც 8,2 ათასი ტონით ანუ 7,8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (104,9ათასი ტონა) შედარებით. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
2023 წლის 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა დან – 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 40,9 ათასი ტონა (36,2%); თურქეთი – 17,2 ათასი ტონა (15,2%); აზერბაიჯანი – 1,8ათასი ტონა (1,6%); ირანი – 0,2 ათასი ტონა (0,2%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,1%);
2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 51,5 ათასი ტონა, რაც 12,5 ათასი ტონით ანუ 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (39 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 11 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (51,3 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.