იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

„2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,19 ათასი ტონა, რაც 1,58 ათასი ტონით ანუ 8,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,61 ათასი ტონა) შედარებით.“ – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,89 ათასი ტონა (18,4%); გერმანია – 2,65 ათასი ტონა (12,5%), აზერბაიჯანი – 1,46 ტონა (6,9%); და სხვ.
„2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 119.4 ათასი ტონა, რაც 3.3 ათასი ტონით ანუ 2.8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (116.1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 49.7% (59.4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 19.3% (23,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 10.8% (12,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 8.5% (10,2 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 6.8% (8,1 ათასი ტონა) – მალტიდან, 3.4% (4.1 ათასი ტონა) – ლიბიიდან, 0.8% (1 ათასი ტონა) – დან, 0,5% (0,6 ათასი ტონა) – შვეიცარიიდან.“ – წერია განცხადებაში.