ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 29,7 მლნ ლიტრი, 83,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
ამავე ცნობთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 54%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 48% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 26% (1,6 მლნ ლიტრი), გერმანია – 31% (300 ათასი ლიტრი), აშშ – 9% (188 ათასი ლიტრი), ესტონეთი – 42% (82 ათასი ლიტრი), კანადა – 46% (49 ათასი ლიტრი), თურქეთი – 7% (80,6 ათასი ლიტრი), ისრაელი – 33% ( 79 ათასი ლიტრი) და ა.შ.
ამასთან ერთად, მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 32% შეადგინა.
სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 57 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 43%).