იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53.0 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).