2025 წლის მაისში ნებართვა გაიცა თბილისში 25 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 202,697 მ2 -ს შეადგენდა (-18.3% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 1.1%-ით შემცირდა, – ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მაისში თბილისში ნებართვა გაიცა 90 საცხოვრებელ პროექტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 95 პროექტზე.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია და გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
„2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა“, – წერია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.
