იანვარ-მაისში ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები იყო

2025 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 974.7 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 298.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.0 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ
დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა