იანვარ-მაისში ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა, იმპორტი 0.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2%-ით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7%-ით). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 884.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.
2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) (273.1 მლნ. აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი
საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3% იყო. პირველ სამეულში შედის: თურქეთი
(1 078.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).
ასევე, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 254.4მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 004.1 მლნ. აშშ
დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი
მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5
პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები
105.6 მლნ. აშშ დოლარით (4.6 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილები იყო (967.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.7 პროცენტი). მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებდა 513.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 265.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).