იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 320.1 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 848.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 623.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით