იანვარ-ივნისში საქართველომ 18 557.2 ათასი დოლარის 3 413.8 ტონა ყველი და ხაჭო იყიდა

ქვეყანაში ყველი და ხაჭოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 18 557.2 ათასი დოლარის ღირებულების 3 413.8 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 886.1 ტონას შეადგენდა. ზრდა 18%-ია.
საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტი ქვეყანა თურქეთია, სწორედ მასზე მოდის ამ პროდუქტის იმპორტის 21%-ი.
-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველსა და ხაჭოს ყიდულობს:
· თურქეთი – 729.0 ტონა;
· გერმანია – 506.1 ტონა;
· – 499.3 ტონა;
· პოლონეთი – 365.2 ტონა;
· ბელარუსი – 214.1 ტონა;
აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ქვეყანაში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. შესაბამისად რეკორდული ამ მხრივ 2024 წელია იყო. 2024 წელს საქართველოში 6 236.7 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს