იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტი 13.7%-ით, ხოლო იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 234.2 მლნ. დოლარი იყო (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე