იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტის 84% თურქეთში განხორციელდა

იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტის 84% თურქეთში განხორციელდა
2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 757 გვტ.სთ. ელექტროენერგიაა ექსპორტირებული. ექსპორტის 84% თურქეთში, 12% სომხეთში, ხოლო 4% აზერბაიჯანში განხორციელდა. ამის შესახებ TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
რაც შეეხება საექსპორტო შემოსავლებს, საქართველომ ჯამურად 36.3 მლნ. დოლარი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით ნაკლებია.
საქართველოში, 2024 წლის პირველ ექვს თვეში, 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% (417.6 გვტ.სთ.) დან ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია. იმპორტში ჯამურად გადახდილი თანხა 3.1 მილიონი აშშ. დოლარია, – ნათქვამი შესახებ TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.