იანვარ-ივლისში გლობალური M&A–ების მოცულობამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

იანვარ-ივლისში მსოფლიო მასშტაბით შერწყმისა და შესყიდვების (M&A) გარიგებების მოცულობამ 2.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მათ შორის ს სფეროში აქტივობის ზრდის გამო.
Dealogic-ის მონაცემებით, ტრანზაქციების ჯამური ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტი იყო, თუმცა მათი რაოდენობა 16%-ით ნაკლები იყო. ეს განპირობებული იყო 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე მეგა-გარიგებით, მათ შორის Union Pacific Corp.-ის მიერ კონკურენტი Norfolk Southern-ის 85 მილიარდ დოლარად შესყიდვით.
ასეთმა მაჩვენებლებმა შვება მოუტანა ბანკირებს, რომლებიც წელიწადს იმ მოლოდინით იწყებდნენ, რომ ს ხელისუფლებაში მოსვლა კონსოლიდაციის ტალღას გამოიწვევდა, თუმცა ვაჭრობამ და გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ კომპანიები აიძულა, შეჩერებულიყვნენ.
ვრცლად interfax – ზე