იანვარ-თებერვალში, ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები, ხოლო იმპორტში სურათები, ნახატები და პასტელები იყო
2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 29.4 მლნ. აშშ დოლარით (3.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა
