საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 803.2 მლნ დოლარია (-12.2%), ხოლო იმპორტი – 2 138.2 მლნ დოლარი (-2%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4%-ია.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.
