იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია

2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 39.7 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 29.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 25.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა