იანვარში ₾118 ათასამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოვლინდა – საგამოძიებო სამსახური

იანვარში, საგამოძიებო სამსახურმა 118 ათას ლარამდე ღირებულების 18 185 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.
უწყების ცნობით, იანვარში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოავლინეს. ბრალი წარედგინა 18 პირს, მათგან დაკავებულია 8.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 18 185 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებაა 117 780 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად