იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ $6.3 მილიარდამდე გაიზარდა

იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ $6.3 მილიარდამდე გაიზარდა
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის,ოქტომბერში 167.4 მლნ-ის, ნოემბერი 308.2 მლნ-ის, დეკემბერში 361.0
მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წმინდა შესყიდვების იანვრის სტატისტიკა კი 25თებერვალს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე – იანვრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1,143.2 მლნ აშშ დოლარი)შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 მარტს გამოაქვეყნებს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.