იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ქარტეხილების ფონზე, ჩვენი ხელისუფლების ბრძნული პოლიტიკით აიხსნება

“მშვიდობიანი განვითარება უალტერნატივოა-საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე საქსტატის მონაცემებს ეხმიანება, რომლითაც იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11 პროცენტით გაიზარდა.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეკონომიკური წინსვლა ასეთ რთულ პერიოდში ყველას ინტერესებშია და მხოლოდ გაიძვერა სექტანტები არიან უკმაყოფილონი, რადგან მათი ბოროტი ვნება რევანშიზმზე აუსრულებადია.
“მშვიდობიანი განვითარება უალტერნატივოა – იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ქარტეხილების ფონზე, ჩვენი ხელისუფლების ბრძნული პოლიტიკით აიხსნება.
ამასთან, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა ასეთ რთულ პერიოდში ყველას ინტერესებშია და მხოლოდ გაიძვერა სექტანტები არიან უკმაყოფილონი, რადგან მათი ბოროტი ვნება რევანშიზმზე აუსრულებადია.
მშვიდობა და განვითარება საქართველოს!”- წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს