იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.
“2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”