2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა
