2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.
წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად მწვანილი, ბადრიჯანი და კომბოსტო გაძვირდა.
იანვარში წლიურად გაძვირებული ტოპ-10 საკვები პროდუქტი შემდეგია:
· მწვანილი – 88%
· ბადრიჯანი – 75%
· კომბოსტო – 63%
· ნიორი – 35.5%
· კივი – 35%
· მწვანე ლობიო – 24%
· ბრინჯი – 20.3%
· პომიდორი – 20%
· ფორთოხალი – 16.9%
· ყავა დაფქული – 13.8%