იანვარში მთავრობამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ₾12 მილიონის ჯარიმები აკრიფა

2025 წლის იანვრის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 12.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 4.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 7.4 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

შედარებისთვის, 2024 წლის იანვრის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 18 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 6 მილიონით შემცირდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)