2025 წლის იანვარში თბილისში 2,796 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,223 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი 10.7 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.
ბაზრის მოცულობამ $225 მილიონი შეადგინა და წლიურად 5%-ით შემცირდა“, – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციაში.
