2024 წლის იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა 1.64 მლრდ ლარის შეიტანეს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიღებული თანხა პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობის (5.2 მლრდ ლარი) 31.5%-ია.
2024 წლის იანვარში განმავლობაში გადასახადები ასე ნაწილდება:
· დამატებული ღირებულების გადასახადი – 658 513 200 ლარი, I კვ.გეგმის 38.8%;
· საშემოსავლო გადასახადი – 656 527 400 ლარი, I კვ.გეგმის 40.4%;
· აქციზი – 177 897 600 ლარი, I კვ.გეგმის 39.2%;
· მოგების გადასახადი – 233 802 500 ლარი, I კვ.გეგმის 21.6%;
· იმპორტის გადასახადი – 10 996 800 ლარი, I კვ.გეგმის 34.4%;
· სხვა გადასახადების – 95 309 100 ლარი, I კვ.გეგმის 34.4%.
2024 წლის იანვრის თვეში ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 1 858 648 400 ლარი. საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 1 846 216 700 ლარი იყო, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 289.1 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 137 346.3 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით -125 203.8 ათასი ლარი.
2024 წლის იანვარში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (1 846 216.7 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობის (5 548 210.0 ათასი ლარი) 33.3%.