იანვარში ბელარუსში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მასობრივი მღელვარების შემდეგ

ბელარუსის პარლამენტარებმა 26 იანვარს დანიშნეს საპრეზიდენტო , რომელიც იქნება პირველი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებს მასობრივი მღელვარება მოჰყვა, რადგან გამარჯვებულად ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია და დასავლეთის ბევრი ქვეყნის მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდნენ.
26 იანვრის კენჭისყრა ასევე პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მას მერე, რაც მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა ში და რასაც ლუკაშენკაც უჭერდა მხარს.
2020 წლის მღელვარების შემდეგ, უსაფრთხოების ძალები ლუკაშენკას ბრძანებით მკაცრ რეპრესიებს მიმართავდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ – მათ დააპატიმრეს ათასობით პირი, ოპოზიციის რიგებში მნიშვნელოვან ფიგურათა უმეტესობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ცნობით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილს საპატიმროებში აწამებდნენ.
საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს, დამტკიცდა.

ასევე დაგაინტერესებთ