იანვარში აშშ-დან და UK-დან $420 მლნ-ზე მეტის ხელოვნების ნიმუშები შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში -დან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 420 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშები შემოიტანეს.
კერძოდ, აშშ-დან შემოსულია 167 600 406 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან – 252 703 924 დოლარის. ამაში შედის: სურათები, ნახატები და პასტელები.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკის მიხედვით იანვრის თვეში აშშ-დან საქართველოში შემოტანილია 60 354 000 დოლარის ღირებულების კულტურული ფასეულობა.
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ კანონის მიხედვით, კულტურული ფასეულობა არის: ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშები, არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა…
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ასეულობით მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების საქართველოში შემოტანას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში. ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული: თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები. მათ შორის, აშშ – დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან “დალაგებულ” ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქიდანაც მოარბენინებს ნახატებს. აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების! ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ლილუაშვილი Facebook-ზე.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ