ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იანდექს გოუ გააორმაგებს იმ თიფების ოდენობას, რომელსაც მგზავრები სერვისის პარტნიორ მძღოლებს დაუტოვებენ.აქცია გავრცელდება ყველა უნაღდო თიფზე, რომელიც დატოვებული იქნება 29 მარტს. მგზავრებისთვის არაფერი შეიცვლება — თიფების გაორმაგება მოხდება იანდექს გოუ-ს ხარჯზე.ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეს მგზავრები ტრადიციულად უფრო მეტ თიფს ტოვებენ. ასე, გასულ წელს შაბათს, 22 მარტს, აპლიკაციის მეშვეობით 1.8-ჯერ მეტი თიფი დატოვეს, ვიდრე მარტის სხვა შაბათ დღეებში, ხოლო იანდექს გიუ-ს მიერ გაორმაგების შემდეგ საერთო თანხა 3.6-ჯერ მეტი გახდა.
