„იანდექსი“ ორ სხვადასხვა კომპანიად გაიყოფა – რა უნდა ვიცოდეთ

რუსული ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსი“, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს-სფეროშია წარმოდგენილი [საქართველოში – „იანდექს ტაქსით“, იგივე YandexGo], ორ ნაწილად გაიყოფა.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედუზას“ თანახმად, კომპანიის ერთი ნაწილი, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex N.V. უცხოურ აქტივებს გადაიბარებს, ხოლო რუსეთში მოქმედ კომპანიას ახალი მფლობელები ეყოლება.
რას წარმოადგენს „იანდექსი“?
კომპანია 1997 წელს, რუსეთში დაარსდა და თავდაპირველად საძიებო სისტემა იყო. წლების განმავლობაში კომპანიამ დაიწყო სხვა მიმართულებებზე მუშაობა – გადახდის სისტემა, ტაქსის და საკვების მიტანის სერვისი, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
პუტინის რეჟიმის გაძლიერებასთან და ავტორიტარიზმისკენ სულ უფრო ზრდასთან ერთად, „იანდექსი“ საკმაო ხანი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. მაგალითად, ახალი კანონის საფუძველზე, გადასცემდა ს უშიშროების ფედერალურ სამსახურს [ფსბ] ტაქსის სერვისის კლიენტთა მონაცემებს, მათ შორის, სხვა ქვეყნებში.
ასევე, კრემლის ინსტრუქციისამებრ, ხელოვნური ცვლილებები შექონდა „იანდექს ნოვოსტიში“ [ახალი ამბების აგრეგატორი], საძიებო სისტემის შედეგებში და ა.შ.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „იანდექსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არკადი ვოლოჟი ევროკავშირმა დაასანქცირა. მალევე მან განაცხადა, რომ „იანდექსს“ დატოვებდა.
რას ნიშნავს „იანდექსის“ გაყოფა?
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ „იანდექსის“ ხელმძღვანელობისა და მფლობელების შეცვლის იდეა ხელისუფლებას, – რომელსაც, საჭიროებისამებრ, შეუძლია რუსული მსხვილი ბიზნესის კონტროლიც, – ომის დაწყებიდან მალევე გაუჩნდა და ახალ მფლობელებად, რომლებსაც უნდა განესაზღვრათ კომპანიის პოლიტიკა, პუტინის რეჟიმისდამი ლოიალურ ოლიგარქებს მოიაზრებდნენ.
თუმცა, „იანდექსს“ მხოლოდ რუსული აქტივები არ ჰქონდა, ხოლო კომპანიის მესაკუთრე იყო ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex N.V. სწორედ ამ კომპანიის სახელზე ხდება გადახდა უცხოეთში „იანდექსი“ სერვისების გამოყენებისას, თუნდაც, საქართველოში „იანდექს ტაქსით“ მგზავრობის შემდეგ.
უახლესი ცნობების თანახმად, რუსეთში მოქმედი „იანდექსი“ დასახელებას შეინარჩუნებს და ბიზნესს ჩვეულ რითმში განაგრძნობს, ხოლო კომპანიის მფლობელი გახდება „კონსორციუმ.პერვი“.
რაც შეეხება Yandex N.V.-ს, იგი სახელს შეიცვლის და დარჩება არკადი ვოლოჟის [რომელმაც 2023 წელს საჯაროდ გააკრიტიკა პუტინი და უკრაინაში შეჭრა] და დასავლელი ინვესტორების მფლობელობაში. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამავე კომპანიის ხელში იქნება უცხოეთში [რუსეთს მიღმა] არსებული ბიზნესიც.

ასევე დაგაინტერესებთ